Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარები სახლებს ჩხრეკენ მდინარე


ისრაელის ჯარები სახლებს ჩხრეკენ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლეემში პალესტინელი ექსტრემისტების ძებნისას.

ისრაელის ჯარები სახლებს ჩხრეკენ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლეემში პალესტინელი ექსტრემისტების ძებნისას.
როგორც იუწყებიან, დააპატიმრეს 30 ადამიანი, რომელთაგან 3 ეჭვმიტანილია ისრაელში იერიშების მოსაწყობად მზადებაში. ისრაელის ჯარები ქალაქში შეიჭრნენ პარასკევს, წინა დღით იერუსალიმში მომხდარი აფეთქების შემდეგ. აფეთქების მომწყობი ბეთლეემის სამხრეთით მდებარე სოფელში ცხოვრობდა.
ამასობაში, ისრაელის არმიამ აღიარა, რომ პარასკევს მისმა ჯარისკაცებმა გაეროს ოფიციალური პირი მოკლეს ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში. ჯარისკაცების განმარტებით, მათ 53 წლის ბრიტანელი მამაკაცი შეიარაღებული პალესტინელი ეგონათ. ამ ინფორმაციით, გაეროს თანამშრომელს, იაინ ჰუკს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, როცა მას ესროლეს. გაერო ამ საქმის გამოძიებას აპირებს.
XS
SM
MD
LG