Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ ნეჩდეთ სეზერმა


თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ ნეჩდეთ სეზერმა ახალ მთავრობას მოუწოდა, უერთგულოს ქვეყნის სეკულარულ კანონებს.

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ ნეჩდეთ სეზერმა ახალ მთავრობას მოუწოდა, უერთგულოს ქვეყნის სეკულარულ კანონებს.
ახალი მთავრობა ზომიური კურსის მომხრე ისლამური "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" მიერ არის შედგენილი. სეზერის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავიდან იქნეს აცილებული დაპირისპირება ქალების თავსაფრით შემოსვის საკითხზე. საქმე ის არის, რომ თურქეთში, რომლის კანონები ნათლად მიჯნავს პოლიტიკას და რელიგიას, მოსწავლე და სტუდენტ გოგონებს, თუ სახელმწიფო მოხელე ქალებს ეკრძალებათ სკოლებსა და სახელმწიფო უწყებებში თავსაფრით სიარული. მეორე მხრივ, მრავალი მუსლიმანი თავისი რელიგიის მოთხოვნად მიიჩნევს საჯარო თავშეყრის ადგილებში ქალის თავსაფრით ყოფნას. პრეზიდენტ სეზერის დღევანდელი მოწოდება მოჰყვა ერთ-ერთ ოფიციალურ ცერემონიაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, ბულენტ არინჩის მისვლას თავსაფრით შემოსილ მეუღლესთან ერთად.
XS
SM
MD
LG