Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი შიშობს, რომ გაეროს უშიშროების


ერაყი შიშობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების საკითხზე, აშშ-ს უმზადებს საბაბს ამ ქვეყნის წინააღმდეგ ომის წამოსაწყებად.

ერაყი შიშობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების საკითხზე, აშშ-ს უმზადებს საბაბს ამ ქვეყნის წინააღმდეგ ომის წამოსაწყებად.
როგორც ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნაჯი საბრი გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანისადმი წერილში აღნიშნავს, საქმე ეხება ერაყის წინააღმდეგ ომისათვის მზადებას. წერილის შინაარსი დღეს გახდა ცნობილი. გაეროს ახალი რეზოლუცია ბაღდადისაგან მოითხოვს, 8 დეკემბრამდე წარადგინოს ინფორმაცია მის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის, თუ ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამების შესახებ. თანამშრომლობაზე ერაყის უარის შემთხვევაში, უშიშროების საბჭო დამსჯელი ზომების მიღებაზე ბჭობას შეუდგება. იუწყებიან აგრეთვე, რომ განიარაღების ექსპერტთა 18-კაციანი გუნდი ამჟამად კიპროსზე იმყოფება და ხვალ ერაყში გაემგზავრება. გაეროს ექსპერტები ოთხშაბათს განაახლებენ მუშაობას ერაყში, სადაც სამხედრო ობიექტები ოთხი წელია არ შეუმოწმებიათ.
XS
SM
MD
LG