Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში რეფორმათა მომხრებმა ქვეყნის ხელისუფლებას


ირანში რეფორმათა მომხრებმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს, ჩაერიოს ორი რეფორმატორის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ საქმეში.

ირანში რეფორმათა მომხრებმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს, ჩაერიოს ორი რეფორმატორის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ საქმეში.
ამ მოღვაწეების დაპატიმრების მიზეზი გახდა მათ მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა შეერთებულ შტატებთან დიალოგს ემხრობა. საქმეში ჩარევისაკენ მოწოდებით გამოვიდნენ ქვეყნის უდიდესი რეფორმისტული პარტიის ხელმძღვანელი, მოჰამად რეზა ხათამი, რომელიც პარლამენტში ეროვნული უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მეთაურობს, და ცნობილი მოღვაწე საიდ ჰაჯარიანი. ხათამის ინფორმაციით, ორივე პატიმარი მარტო იმყოფება და არა აქვს ოჯახის წევრებთან, ან ვექილებთან შეხვედრის უფლება.
XS
SM
MD
LG