Accessibility links

logo-print

ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც


ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ჩანს, კანცლერ ვოლფგანგ შიუსელის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა.

ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ჩანს, კანცლერ ვოლფგანგ შიუსელის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა.
მაგრამ მარცხი იწვნია მის სამთავრობო კოალიციაში შემავალმა ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ, რომელიც მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, იორგ ჰაიდერის სახელს უკავშირდება.
წინასწარი შედეგით, რომელიც ხმების სულ 35 პროცენტის დათვლას ემყარება, კონსერვატიულ პარტიას მიემხრო კენჭისყრაში მონაწილე ელექტორატის 43 პროცენტი, რაც 16 პროცენტით აღემატება 2000 წლის არჩევნებში ნაჩვენებ შედეგს. ხოლო ჰაიდერის თავისუფლების პარტიამ სულ 10 პროცენტი, წინა არჩევნებში მოპოვებული ხმების დაახლოებით მესამედი მოაგროვა. ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა წლეულს შედეგი მართალია, გააუმჯობესეს- მათ, ამჟამინდელი მონაცემებით ელექტორატის 36 პროცენტი მიემხრო. მაგრამ ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის კონსერვტიულ სახალხო პარტიაზე გასამარჯვებლად. დაბოლოს, მწვანეთა პარტიამ, ხმების დაახლოებით 8 პროცენტი მოაგროვა.
XS
SM
MD
LG