Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში სილამაზის კონკურსის "მის მსოფლიო"


ნიგერიაში სილამაზის კონკურსის "მის მსოფლიო" დაწყებამდე მომხდარმა არეულობებმა სულ ცოტა 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ნიგერიაში სილამაზის კონკურსის "მის მსოფლიო" დაწყებამდე მომხდარმა არეულობებმა სულ ცოტა 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამის შესახებ ნიგერიის წითელი ჯვრის ორგანიზაცია იუწყება. მანამდე გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკი იყო 200-ზე მეტ დაღუპულზე. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა ცნობით, ბრძოლები გრძელდება ჩრდილოეთის ქალაქ ქალაქ კადუნაში. ამასობაში, სილამაზის კონკურსის მონაწილეები ბრიტანეთში დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა კონკურსი ნიგერიაში არეულობებთან დაკავშირებით გააუქმეს. დღესვე, "მის მსოფლიოს" ხელმძღვანელმა, ჯულია მორლიმ გაამართლა ორგანიზატორების თავდაპირველი გადაწყვეტილება, კონკურსის ნიგერიაში გამართვის შესახებ: [ჯულია მორლის ხმა] "სულ იმას რომ ვუყუროთ, მსოფლიოს რომელ კუთხეშია ძალადობა, შინიდან ვეღარ გავალთ. გამოსავალი ის არის, რომ ძალადობას წერტილი დავუსვათ." ნიგერიაში არეულობა მოჰყვა ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სილამაზის კონკურსი არ ეწინააღმდეგება და არ შეურაცხყოფს ისლამს. როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, მოციქული მუჰამედი, ალბათ, ცოლად მოიყვანდა კონკურსის რომელიმე მონაწილეს. სილამაზის კონკურსი 7 დეკემბრისთვის გადაიდო და მას ლონდონი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG