Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, ჩეჩნეთში მემაბოხეებთან შეტაკებებში


ცნობების თანახმად, ჩეჩნეთში მემაბოხეებთან შეტაკებებში 8 რუსი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი დაიღუპა.

ცნობების თანახმად, ჩეჩნეთში მემაბოხეებთან შეტაკებებში 8 რუსი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი დაიღუპა.
ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური ადმინისტრაციის თანამშრომლის განცხადებით, ეს შეტაკებები გასული დღე-ღამის მანძილზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, ე.წ. "წმენდის ოპერაციები" მიმდინარეობს გროზნოში და ურუს-მარტანის, აჩხოი-მარტანის, ვედენოს, შალისა და კურჩალოის რაიონებში. გასული დღის მანძილზე სულ ცოტა 300 ადამიანი შეიპყრეს. დამოუკიდებელ წყაროებს არ მისცემიათ ამ ცნობის შემოწმების შესაძლებლობა. ამასობაში, საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასმა" გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით, წუხელ დაღესტნის ქალაქ ხასავიურტში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი დაუშინა პოლიციის ავტომანქანას. დაიღუპა ერთი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG