Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა დაასახელა


თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა დაასახელა კონკრეტული პირები,

თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა დაასახელა კონკრეტული პირები,
რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს მასზე გუშინდელ თავდასხმას.მათ რიცხვში იყვნენ თურქმენეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე და თურქეთში ყოფილი ელჩი. ყველა ესენი ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობენ. ისინი დღეს ჩვენს "რადიოს"დაუკავშირდნენ და კატეგორიულად უარყვეს რაიმე კავშირი თავდასხმასთან. ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ორაზოვმა განაცხად, რომ ნიაზოვზე ავტომატებით თავდასხმა უაზროა, რადგან მისი მანქანა ორმაგი ჯავშნითა აღჭურვილი. მანვე დასვა შეკითხვა, თუ რატომ გაუშვეს თავდამსხმელებმა ნიაზოვის მანქანა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყეს სროლა.
თურქმენეთში დღეს არაერთი მოქალაქე დააკავეს ამ საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG