Accessibility links

logo-print

დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ


დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტ

დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტ
საფარმურად ნიაზოვზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, 25 ნოემბერს აშხაბადში დაკავებული 3 ქართველი თავდასხმაში არ მონაწილეობდა. იოსელიანმა, რომელსაც მუდმივი კავშირი აქვს თურქმენეთის სპეცსამსახურებთან, აღნიშნა, რომ ქართველები ვიზების უქონლობის გამო დააკავეს. სულ მომხდართან დაკავშირებით თურქმენეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ასზე მეტი ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ტერაქტის მოწყობაში თურქმენეთის ხელისუფლებამ ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG