Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის თავმჯდომარის, რომანო პროდის განცხადებით


ევროკომისიის თავმჯდომარის, რომანო პროდის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ევროპის კავშირში ვერ გაწევრიანდებიან.

ევროკომისიის თავმჯდომარის, რომანო პროდის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ევროპის კავშირში ვერ გაწევრიანდებიან.
პროდის აზრით, რუსეთი კავშირისთვის მეტისმეტად დიდი სახელმწიფოა. ერთ-ერთი ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პროდიმ განაცხადა, რომ სწორედ ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაბამის შეკითხვას. ევროკომისიის თავმჯდომარის აზრით, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ევროპის საზღვრები. "ახალზელანდიელებიც ევროპელებად გრძნობენ თავს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი ზელანდია ევროკავშირში შეიძლება გაწევრიანდესო", დასძინა რომანო პროდიმ.
XS
SM
MD
LG