Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ბერლინში


გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ბერლინში მიიღო თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯდეთ სეზერი.

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ბერლინში მიიღო თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯდეთ სეზერი.
მოლაპარაკების მსვლელობაში შრიოდერმა ქებით მოიხსენია თურქეთში მიმდინარე რეფორმები, თუმცა სტუმარს არ დაპირებია, რომ მომავალ თვეში, კოპენჰაგენის სამიტზე, ევროპის კავშირი განსაზღვრავს კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყების თარიღს. გუშინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პატ კოქსმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მოახლოებულ სამიტზე თურქეთთან დაკავშირებით "მკაფიო სტრატეგიული განცხადება" გააკეთონ. თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თუ კოპენჰაგენში ანკარას გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყების ზუსტ თარიღს არ განუსაზღვრავენ, გაჩნდება ეჭვი, რომ ევროპის კავშირი "ქრისტიანთა კლუბია".
XS
SM
MD
LG