Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ჯემალ გახოკიძის განცხადებით, ქართველი მესაზღვრეების მიერ აგვისტოში დაკავებული 13 ჩეჩნიდან რვის ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას, დაცული იქნება ყველა პროცესუალური ნორმა.

პრაიმ-ნიუსის ცნობით, ასეთი კომენტარი გაუკეთა გახოკიძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩეჩენთა ექსტრადიციაზე მორატორიუმი მოიხსნა. "თუ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ეს სასამართლო წესით განიხილება, რადგან მეორე მხარეს გასაჩივრების უფლება აქვსო" - აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის გადაწყვეტილებას აღიარებს, მაშინ ექსტრადიცია განხორციელდება. დღესვე, გენპროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი განყოფილების უფროსმა პაატა მსხილაძემ განაცხადა, რომ თუ მოსკოვი თბილისს სრულად არ გადასცემს აუცილებელ დოკუმენტაციას, რუსეთის მხარეს, შესაძლოა, საერთოდ უარი ეთქვას ჩეჩენთა ექსტრადიციაზე. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, საქართველომ რუსეთს 5 დაკავებული ჩეჩენი გადასცა.
XS
SM
MD
LG