Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ჯაფარიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აქამდე გამოყენებულმა მეთოდებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, იმისთვის, რათა სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია რეალური გახდეს, დიდი შრომის გაწევაა საჭირო. კერძოდ, ეს შეიძლება მოხერხდეს დსთ-ის ფარგლებში, რაც კოლექტიური ძალების მანდატით გათვალისწინებულიც არისო, დასძინა ჯაფარიძემ.
XS
SM
MD
LG