Accessibility links

logo-print

თურქეთის პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა


თურქეთის პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას, რომელიც ისლამური ორიენტაციის

თურქეთის პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას, რომელიც ისლამური ორიენტაციის
“სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” წევრებისაგან შედგება. ეს პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. კენჭისყრის დროს პრემიერ-მინისტრ აბდულა გულის მთავრობას მიემხრო პარლამენტში მყოფი 516 დეპუტატიდან 346 ადამიანი. “ახლა კი საქმეს უნდა შევუდგეთო”– განაცხადა კენჭისყრის შემდეგ აბუდლა გულმა, რომლის პარტიამ მიმდინარე თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გულს დადებული აქვს პირობა, რომ განამტკიცებს თურქეთის ეკონომიკას, აღმოფხვრის კორუფციას და ბოლოს მოუღებს ადამიანის უფლებების ხელყოფას.
XS
SM
MD
LG