Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტები იუწყებიან, რომ


გაეროს განიარაღების ექსპერტები იუწყებიან, რომ ხუთშაბათს ერაყში ინციდენტების გარეშე ჩაიარა ორი ობიექტის შემოწმებამ.

გაეროს განიარაღების ექსპერტები იუწყებიან, რომ ხუთშაბათს ერაყში ინციდენტების გარეშე ჩაიარა ორი ობიექტის შემოწმებამ.
ეს იყო ერაყში ოთხი წლის შემდეგ განახლებული ინსპექციის მეორე დღე, რომლის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები და გაეროს განიარაღების ექსპერტები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. ერთმა ჯგუფმა შეამოწმა მრეწველობის სამინისტროს ქარხანა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით 25 კილომეტრში მდებარეობს, მეორემ კი ბიოქიმიური ლაბორატორია ბაღდადის სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარე ალ-დურაში. გაეროს ექსპერტებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ.
XS
SM
MD
LG