Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განცხადებით, მისი განიარაღების პროგრამა


გაეროს განცხადებით, მისი განიარაღების პროგრამა ეფექტიანად მუშაობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში.

გაეროს განცხადებით, მისი განიარაღების პროგრამა ეფექტიანად მუშაობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში.
გაეროს პრეს-მდივნის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუნდუზის პროვინციაში, მიმდინარე თვეში გაეროს პროგრამის დაწყების შემდეგ, შეკრებილია 6 000 მცირე იარაღი, 30 ტანკი და 20 ავტომანქანა. გაეროს განიარაღების პროგრამა ვრცელდება ბაღლანის, ბადახშანის, კუნდუზისა და ტახარის პროვინციებზე. ის ეხება ადამიანებს, ვინც არ არის რეგისტრირებული ცენტრალური მთავრობის თავდაცვის სამინისტროში. პრეს-მდივანს არ დაუსახელებია პროგრამის შედეგები დანარჩენ სამ პროვინციაში. ამ ცნობის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო ქაბულში განთავსებული ---უშიშროების საერთაშორისო ძალების მანდატის ერთი წლით გაგრძელებას. იუწყებიან აგრეთვე, რომ აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში წუხელ ორი მომცრო აფეთქება მოხდა. მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცნობების თანახმად, ერთი აფეთქება ბაზარში, მეორე კი საქალაქო უწყებაში მოხდა.
XS
SM
MD
LG