Accessibility links

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას განცხადებით, სერბიისა და ჩერნოგორიის ლიდერები შეთანხმდნენ იუგოსლავიის სახეცვლილი ფედერაციის შექმნის ბოლო დეტალებზე.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას განცხადებით, სერბიისა და ჩერნოგორიის ლიდერები შეთანხმდნენ იუგოსლავიის სახეცვლილი ფედერაციის შექმნის ბოლო დეტალებზე.
ამის შესახებ სოლანამ გამოაცხადა ხუთშაბათს საღამოს ბელგრადში, იუგოსლავიის ფედერაციის პრეზიდენტ ვოისლავ კოშტუნიცასთან, სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩთან, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩთან და სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, ორი სუვერენული სახელმწიფო გახდება, მაგრამ მათ საერთო ბაზარი და საერთო თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკა შეაკავშირებს. დღევანდელი შეთანხმებით უთანხმოების გამომწვევი ზოგიერთი საკითხი მოგვარდა. ეს შეთანხმება ახლა უნდა განიხილოს კომისიამ, რომელიც სერბიისა და ჩერნოგორიის ახალი კავშირის კონსტიტუციას ამზადებს.
XS
SM
MD
LG