Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოდან


აშშ-მა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დაფინანსებაში.

აშშ-მა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დაფინანსებაში.
ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" ესაუბრა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე. მისი თქმით, ამ სფეროში დასავლეთის ფინანსური დახმარება პირველად მიიღეს შარშან, ვაზიანში რუსეთის სამხედრო ბაზის დახურვის დროს მისი ქონების ტრანსპორტირებისას. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, აშშ-ის შტატების შესაძლო დახმარების კონკრეტული მოცულობა არ სახელდება, რადგან საჭიროა რუსეთთან სამხედრო საკითხებზე ივლისში შეწყვეტილი მოლაპარაკების განახლება და მოსკოვის პოზიციის შესწავლა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვაშინგტონთან უფრო კონკრეტული კონსულტაციების გამართვა.
XS
SM
MD
LG