Accessibility links

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს "არაბული ტერორიზმი" დაადანაშაულა ისრაელში არჩევნების ჩაშლის მცდელობაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს "არაბული ტერორიზმი" დაადანაშაულა ისრაელში არჩევნების ჩაშლის მცდელობაში
მას შემდეგ, რაც ისრაელის წინააღმდეგ ამ ქვეყანაშიც და უცხოეთშიც რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. როგორც შარონმა იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისრაელს "ტერორი არ უკარნახებს დღის წესრიგს". ამ კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე, კენიაში სამი თვითმკვლელი მოიერიშე ავტომანქანით შეიჭრა ისრაელის მოქალაქეებით სავსე სასტუმროში, რომელიც ქალაქ მომბაზაში მდებარეობს. დაიღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი. თითქმის იმავდროულად, ისრაელის სამგზავრო თვითმფრინავი ბეწვზე გადაურჩა სარაკეტო თავდასხმას მომბაზის აეროპორტიდან აფრენის შემდე. ორივე თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა დაჯგუფებამ, რომელიც თავს "პალესტინის არმიას" უწოდებს. მაგრამ ისრაელი და კენია ტერორისტულ ორგანიზაცია "ალყაიდას" ადანაშაულებენ. ასევე ხუთშაბათს, ისრაელის ქალაქ ბეით შეანში ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გაუხსნა ადამიანების ჯგუფს, რის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი. მოკლეს ორივე პალესტინელიც. ცნობების თანახმად, მათი სამიზნე იყო მემარჯვენე "ლიკუდის" პარტიის ადგილობრივი შტაბბინა, სადაც მიმდინარეობდა პარტიის ხელმძღვანელის არჩევნები. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, რომელიც საღამო ხანს ისრაელის ტელევიზიამ გაავრცელა, ლიკუდის წევრებმა პარტიის ლიდერად არიელ შარონი დაამტკიცეს. მისი მეტოქე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
XS
SM
MD
LG