Accessibility links

logo-print

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო რუსეთს მოუწოდებს


გაეროს ლტოლვილთა სააგენტო რუსეთს მოუწოდებს, არ დახუროს ინგუშეთში ბანაკები, რომელთაც თავს აფარებს ათიათასობით ჩეჩენი ლტოლვილი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო რუსეთს მოუწოდებს, არ დახუროს ინგუშეთში ბანაკები, რომელთაც თავს აფარებს ათიათასობით ჩეჩენი ლტოლვილი.
რუსეთის გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 70 000 ჩეჩნის სამშობლოში გაგზავნას ინგუშეთიდან, სადაც ისინი 1999 წლიდან, ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ჯარების სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ იმყოფებიან. მაგრამ გაეროს სააგენტოს პრეს-მდივან რონ რედმონდის დღევანდელი განცხადებით, ადგილნაცვალი პირები შინ იძულებით არ უნდა დააბრუნონ. მისი თქმით, სააგენტო განსაკუთრებით შეშფოთებულია ინგუშეთში, აკი-იურტის ბანაკში მყოფი 1500-მდე ადამიანის ბედით: რუსეთი კვირას აპირებს ამ ბანაკის დახურვას. მოსკოვი ირწმუნება, რომ შინ დაბრუნებულები უსაფრთხოდ იქნებიან და რომ აშენებულია სახლები მათ დასაბინავებლად.
XS
SM
MD
LG