Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მინისტრის განცხადებით, ჩეჩნეთში წლეულს


რუსი მინისტრის განცხადებით, ჩეჩნეთში წლეულს დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, განახევრებულია.

რუსი მინისტრის განცხადებით, ჩეჩნეთში წლეულს დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, განახევრებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრ ბორის გრიზლოვს არ დაუზუსტებია ეს რაოდენობა შეხვედრაზე, რომელიც დღეს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოში გაიმართა. მისივე თქმით, ჩეჩნეთში წლეულს დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რიცხვი შარშანდელზე 44 პროცენტით უფრო დაბალია. თუმცა, გრიზლოვმა მაინც უკმაყოფილება გამოთქვა და სარდლობას დაავალა მუშაობა, ჯარისკაცებში მსხვერპლის კიდევ უფრო შესამცირებლად. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს სოფელ ხარესნოის თავკაცი ახმედ აბდულკერიმოვი და მისი ორი მეზობელი. ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისინი წუხელ შეიპყრეს. ლაპარაკია სოფელზე, რომელიც შატოის რაიონში მდებარეობს - იქ მიმდინარე თვეში გააფთრებული შეტაკებები მოხდა.
XS
SM
MD
LG