Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ განიხილავს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს


აშშ განიხილავს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლიდან აქცენტის რეკონსტრუქციაზე გადატანას.

აშშ განიხილავს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლიდან აქცენტის რეკონსტრუქციაზე გადატანას.
ამის შესახებ განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენკსმა ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, ქაბულიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ფრენკსის განცხადებით: [ფრენკსის ხმა] "ჩვენი სურვილია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვითანამშრომლოთ რეკონსტრუქციის საკითხებზე, რათა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ისე არ მოხდეს, რომ ტერორისტული ქსელი, ბანაკები და ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში წლის თუ წლინახევრის წინ იყო, ისევ აქტუალური პრობლემა გახდეს." გენერალ ფრენკსის თქმით, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანია, მაგრამ ექსტრემისტები ჯერ კიდევ საფრთხეს ქმნიან ავღანეთის ტერიტორიის თითქმის მესამედ ნაწილზე.
XS
SM
MD
LG