Accessibility links

logo-print

კენიის პრეზიდენტმა, დანიელ არაპ მოიმ


კენიის პრეზიდენტმა, დანიელ არაპ მოიმ დაათვალიერა ისრაელის მოქალაქის კუთვნილი სასტუმრო,

კენიის პრეზიდენტმა, დანიელ არაპ მოიმ დაათვალიერა ისრაელის მოქალაქის კუთვნილი სასტუმრო,
რომელიც გუშინდელი ტერაქტის შედეგად მძიმედ არის დაზიანებული. ტერაქტი სამმა თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო: ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დავტირთული მანქანით შეიჭრნენ სასტუმროში. აფეთქების შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი - მათ შორის 3 ისრაელი, 9 კენიელი და სამივე მოიერიშე. რამდენიმე საათის წინ კენიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 12 ადამიანი სასტუმროზე თავდასხმაში, აგრეთვე ისრაელის სამგზავრო თვითმფრინავისათვის რაკეტების დაშენაში ეჭვმიტანის საფუძველზე. თვითმფრინავი, რომელიც სავსე იყო ისრაელი ტურისტებით, გადარჩა. თავდასხმების პასუხისმგებლობა იკისრა დაჯგუფებამ, რომელიც თავს "პალესტინის არმიას" უწოდებს. მაგრამ პალესტინელთა ხელმძღვანელობის წევრმა ნაბილ შაათმა ეს ვერსია უარყო: [ნაბილ შაათის ხმა]"მიღებული მაქვს სრულიად სარწმუნო ინფორმაცია, რომ ეს არ არის პალესტინური ორგანიზაციის ნამოქმედარი. ამ საკითხს შესწავლა უნდა და დარწმუნებული ვარ, რომ კენია და სხვა ქვეყნები მასზე მუშაობენ. მაგრამ ეს არ იყო პალესტინელების ოპერაცია". კენიის პრეზიდენტის სიტყვებით, გუშინ მოწყობილი ორმაგი თავდასხმა ცხადჰყოფს, რომ ტერორიზმი საფრთხეს უქმნის როგორც შეერთებულ შტატებსა და ევროპას, ისე აფრიკას. მისი თქმით, მთავრობა გააფართოებს გამოძიების მასშტაბს.
XS
SM
MD
LG