Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოითხოვა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოითხოვა,
რომ ისრაელის მთავრობამ დააკავოს და სათანადოდ დასაჯოს ის პირები, ვისაც გაეროს თანამშრომლის, იენ ჰუკის მკვლელობის პასუხისმგებლობა აკისრია. ისრაელის ჯარის სარდლობამ აღიარა, რომ ჰუკი შემთხვევით იქნა გასულ კვირაში მოკლული ქალაქ ჯენინის შემოგარენში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. სამხედროები ამტკიცებენ ამასთანავე, რომ გაეროს შენობაში, სადაც იენ ჰუკი იყო, შეიარაღებული პალესტინელებიც იმყოფებოდნენ. 54-წლის ჰუკი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს თანამშრომელი იყო.
XS
SM
MD
LG