Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის წევრებს


გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის წევრებს ერაყის ოფიციალური წარმომადგენლები ახლდნენ.

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის წევრებს ერაყის ოფიციალური წარმომადგენლები ახლდნენ.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე ჟურნალისტები არ მიუშვიათ. საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფმა რაკეტების გასაშვები მოედანი მოინახულა 75 კილომეტრში ბაღდადის ჩრდილოეთით. უკვე მესამე დღეა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისია სამხედრო ობიექტებს ამოწმებს ერაყში. განიარაღების ექსპერტთა მუშაობის პირველმა ორმა დღემ ერაყში, 27-სა და 28 ნოემბერს, როგორც გაეროს ოფიციალურმა წარმოადგენლებმა განაცხადეს, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. პარასკევს, მაჰმადიანთა ლოცვის დღეს, ობიექტების შემოწმება არ ჩატარებულა.
XS
SM
MD
LG