Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის უშიშროების სამსახურმა მიიღო დღეს


ისრაელის უშიშროების სამსახურმა მიიღო დღეს ინფორმაცია, რომ იერუსალიმში ტერაქტი მზადდებოდა.

ისრაელის უშიშროების სამსახურმა მიიღო დღეს ინფორმაცია, რომ იერუსალიმში ტერაქტი მზადდებოდა.
ღამით ღაზის სექტორში შეიჭრა ისრაელის ჯარი. მან ტანკებით, ბულდოზერებით და "აპეჩის" ტიპის შვეულმფრენებით სამსაათიანი ოპერაცია განახორციელა სოფელ ბეით ლაჰიაში, სადაც "ჰამასის" წევრებს დაეძებნენ. ოპერაციის დროს ორი პალესტინელი მოკლეს, რამდენმე დაიჭრა, გაანადგურეს ჰამასელების სამი სახლი. ღაზის სექტორშივე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის შვეულმფრენებმა რაკეტები დაუშინეს ავტომანქანას, რომელშიც ვარაუდობდნენ, რომ "ჰამასის" დაჯგუფების მებრძოლები ისხდნენ. წინასწარი მონაცემებით, მანქანაში მყოფთ მოახერხეს გაქცევა, ვიდრე ავტრომობილს რაკეტა მოხვდებოდა.

XS
SM
MD
LG