Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში, ბონში ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტი


გერმანიაში, ბონში ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.

გერმანიაში, ბონში ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.
ის გერმანიის და ევროპის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება ხვალ. ერთი წლის წინ ბონში ავღანეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია მოეწყო.ავღანეთში სიმშვიდე არ არის. ავღანეთის ხელისუფლები შეშფოთებული არიან იმ ფაქტის გამო, რომ ამ ქვეყნის მოსაზღვრე პროვინციებში, პაკისტინში, ხელისუფლებაში მოვიდნენ ექსტრემისტი - ისლამისტი პოლიტიკური ძალები. ავღანეთის დასავლეთში ერთმანეთს ეომებიან ტაჯიკური მოდგმის და პუშტუნთა წარმომადგენები. დღეს ამ არეალში სროლა აუტეხეს აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარს, რომელიც იქ პატრულირებს. ამერიკელთაგან არავინ დაშავებულა. დღესვე აფეთქება მოხდა აშშ-ის აეროპორტის მახლობლად ავღანეთის აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG