Accessibility links

ლიტვამ გამოაცხადა, რომ ევროპის კავშირისგან


ლიტვამ გამოაცხადა, რომ ევროპის კავშირისგან მოელის 30 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას, რათა თავისი ტერიტორიის გავლით,

ლიტვამ გამოაცხადა, რომ ევროპის კავშირისგან მოელის 30 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას, რათა თავისი ტერიტორიის გავლით,
რუსეთის შემადგენლობაში მყოფი კალინინგრადის ოლქის მცხოვრებთა სატრანზიტო მგზავრობა უზრუნველყოს. ამ ქვეყნის მთავრობის თანახმად, ათი მილიონი მომავალ წელსაა საჭირო, დანარჩენი კი 2006 წლისთვის. რუსეთის მოქალაქეებს ახლა არ სჭირდებათ ლიტვის ტერიტორიაზე ვიზა, მაგრამ ევროპის კავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების შემდგომ ამგვარი ვიზა საჭირო გახდება. მოსკოვის მოთხოვნით მიღწეული იქნა კომპრომისი, რომელიც კალინინგრადის მცხოვრებთათვის განსაკუთრებული საბუთის გაცემას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG