Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა


დანიამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა და ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი აჰმად ზაკაევი არ გადასცა მოსკოვს,

დანიამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა და ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი აჰმად ზაკაევი არ გადასცა მოსკოვს,
ამ გადაწყვეტილების შედეგად ზაკაევი გაათავისუფლეს დროებითი პატიმრობიდან, სადაც ის 30 ოქტომბრის შემდეგ იმყოფებოდა მოსკოვისვე მოთხოვნით. დანიის იუსტიციის უწყების თანახმად, რუსეთმა ვერ დამტკიცა ზაკაევის დანაშაულებრივი მოქმედება.
რუსეთის იუსტიციის მინისტრმა იური ჩაიკამ თქვა, რომ დანიის გადააწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და, რომ დანიელებს ზაკაევის დანაშაულის დამადასტურებელი მასალები ჰქონდათ. რუსეთის გენერალური პროკურატურა აპირებს ევროპის სასამართლოს შესჩივლოს.

XS
SM
MD
LG