Accessibility links

ერაყში მუშაობას განაგრძობს გაეროს განიარაღების


ერაყში მუშაობას განაგრძობს გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფი,

ერაყში მუშაობას განაგრძობს გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფი,
რომელმაც დღეს სადამ ჰუსეინის, რვიდან ერთ-ერთი, ბაღდადის ცენტრში მდებარე სასახლე დაათვალიერეს. გაეროს რეზოლუციის თანახმად, მათ გაუფრთხილებლად აქვთ ამგვარ ობიექტებში იარაღის არსენალის ძებნის ნება. დღემდე ერაყი ინსპექტორებს შემოწმებისას სირთულეს არ უქმნის, ეს გაეროს გენრალურმა მდივანმა კოფი ანამა დაადასტურა.
გუშინ ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ბაღდადის რაკეტების ქარხნიდან გაქრა იმ მოწყობილობის ნაწილი, რომელიც იქ 1998 წელს იქნა მიგნებული. ინსპექტორთა ჯგუფის თავმჯდომარის თანახმად, ბაღდადმა უნდა ახსნას რა ბედი ეწია ამ დანადგარებს. ბაღდადის თანახმად, შაბათს ერაყი ინსპექტორებს შეიარაღების ყველა მასალას წარუდგენს, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს.
XS
SM
MD
LG