Accessibility links

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მსოფლიოში გაუარესდა აშშ-ის იმიჯი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მსოფლიოში გაუარესდა აშშ-ის იმიჯი.
ამის შესახებ იუწყება დამოუკიდებელი ორგანიზაცია "პიუს კვლევითი ცენტრი", რომელმაც 44 ქვეყნის მკვიდრი 38 000 ადამიანი გამოკითხა და შედეგი გუშინ გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის იმიჯი წლეულს შარშანდელთან შედარებით გაუარესდა 19 ქვეყანაში იმ 27-დან, რომელთა შესახებ ორივე წლის მაჩვენებლები არსებობს. თურქეთში ამერიკისადმი კეთილგანწყობილი ადამიანების რიცხვი 22 პროცენტით შემცირდა და 30-მდე დაეცა, პაკისტანში მოსახლეობის 10 პროცენტს აღარ აღემატება. სამაგიეროდ, აშშ-ის იმიჯი გაუმჯობესდა რუსეთში, უზბეკეთსა და ნიგერიაში. როგორც გაირკვა, თითქმის ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ანტი-ტერორისტულ ომს. და თუ ამერიკელების ორი-მესამედი ემხრობა სადამ ჰუსეინის დასამხობად სამხედრო ძალის გამოყენებას, ევროპელებისა და რუსების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG