Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ერაყი ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ


აშშ და ერაყი ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ მასობრივი განადგურების იარაღის საკითხთან დაკავშირებით.

აშშ და ერაყი ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ მასობრივი განადგურების იარაღის საკითხთან დაკავშირებით.
ბაღდადში სადამ ჰუსეინის თქმით, ერაყი გაეროს ექსპერტებს მისცემს შანსს, დაამტკიცონ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ამერიკის ბრალდება, თითქოს ბაღდადს გასული 4 წლის მანძილზე მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს შექმნილი. სადამ ჰუსეინის სიტყვებით: [სადამ ჰუსეინის ხმა]"გაეროს ექსპერტების შემოშვებაზე დათანხმების საფუძველია სურვილი, ჩვენს ხალხს თავიდან ავაცილოთ საფრთხე ამჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაში. რათა ვინმემ არა თქვას, რომ არ არსებობდა შანსი, შეემოწმებინათ და უარეყოთ ამერიკის ბრალდება, თითქოს ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდეს". ეს სიტყვები სადამ ჰუსეინმა დღეს, სატელევიზიო მიმართვაში წარმოთქვა, რაც იყო მისი პირველი საჯარო რეაქცია ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა მუშაობის განახლებაზე. ხოლო როგორც ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, არი ფლაიშერმა თქვა, აშშ-ს აქვს სოლიდური საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბაღდადი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. ასევე ფლაიშერის სიტყვებით, აშშ-ს ხელთა აქვს დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ერაყი ტყუის. ფლაიშერმა უარი თქვა ინფორმაციის დეტალების შესახებ საუბარზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას გაეროს განიარაღების ექსპერტებს გადასცემენ.
XS
SM
MD
LG