Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს ერთი დღით ეწვია ყირგიზეთს, შეხვდა პრეზიდენტ ასკარ აყაევსა და

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს ერთი დღით ეწვია ყირგიზეთს, შეხვდა პრეზიდენტ ასკარ აყაევსა და
ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებს და ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას. მათ შორის არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისადმი ყირგიზეთის ვალის რესტრუქტურიზაციას და მოსკოვისაგან მორიგი კრედიტების აღებას. აყაევმა გამოთქვა სურვილი, რომ რუსეთმა ყირგიზეთი მიიჩნიოს შუა აზიაში თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. მანვე პუტინს სთხოვა რუსეთში მომუშავე ყირგიზი მოქალაქეებისათვის უკეთესი პირობების შექმნა. ხოლო ხუთშაბათს ხელმოწერილ მთავარი დოკუმენტად ითვლება შეთანხმება უშიშროების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. როგორც პუტინმა პრეს-კონფრენციაზე განაცხადა: [პუტინის ხმა]“ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უშიშროების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ეს კარგი ინიციატივაა და ვფიქრობთ, შექმნის სოლიდურ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას ამ სფეროში ტრანსპარენტულს, ჩვენს ქვეყნებსა თუ უცხოეთში ყველასთვის გასაგებს გახდის”. ხუთშაბათსვე გავრცელდა ცნობა ბიშკეკის აღმოსავლეთით, ოციოდე კილომეტრში მდებარე კანტის სამხედრო აეროდრომზე რუსეთის “სუ-24” ტიპის 3 საბრძოლო თვითმფრინავის ჩასვლის შესახებ. მათი ჩაფრენისას საჰაერო ბაზაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვიც იმყოფებოდა. თვითმფრინავები მიეკუთვნება სწრაფი რეაგირების ჯარებს, რომელიც შექმნეს დესეთეს კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებაში შემავალმა ქვეყნებმა – ყირგიზეთმა, რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ტაჯიკეთმა.
XS
SM
MD
LG