Accessibility links

ბელარუსმა ვიზებზე უარი უთხრა ეუთოს


ბელარუსმა ვიზებზე უარი უთხრა ეუთოს რუმინელ თანამშრომელს, ადრიან მარარუს და ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეხ აქტივისტს, რობერტ ბახს.

ბელარუსმა ვიზებზე უარი უთხრა ეუთოს რუმინელ თანამშრომელს, ადრიან მარარუს და ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეხ აქტივისტს, რობერტ ბახს.
ორივე უნდა დასწრებოდა კონფერენციას შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლებრივი ასპექტების შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ვესნას" თანამშრომელ ალეს ბელიაცკის განმარტებით, მარარუ და ბახი იმის გამო მიიწვიეს, რომ ორივე მეთვალყურის სტატუსით ესწრებოდა შარშანდელ არჩევნებს. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი კი ირწმუნება, რომ ვიზებზე უარი კი არ უთქვამთ, არამედ ამ ორ უცხოელს არც კი უთხოვია ბელარუსის ვიზა.
XS
SM
MD
LG