Accessibility links

logo-print

დიდთოვლობამ აშშ-ში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე


დიდთოვლობამ აშშ-ში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სულ ცოტა 1,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

დიდთოვლობამ აშშ-ში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სულ ცოტა 1,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ქვეყნის აღმოსავლეთში თოვლისა და ყინვის გამო საჭირო გახდა ათასობით სკოლისა თუ მაღაზიის დაკეტვა, უკიდურესად გაძნელებულია ტრანსპორტის მოძრაობა. მსხვილი აეროპორტები ღია რჩება, მაგრამ იგვიანებს რეისები ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ფილადელფიაში. ასევე უამინდობის გამო მეორე დღეა გადაიდო მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის, "ინდევერის" დედამიწაზე დაბრუნება. მას კვირამდე ეყოფა საწვავი ორბიტაზე დასარჩენად.
XS
SM
MD
LG