Accessibility links

საქართველოს შსს კატეგორიულად უარყოფს ცნობას


საქართველოს შსს კატეგორიულად უარყოფს ცნობას, თითქოს ტყვარჩელში გატაცებული 76 წლის ელენე ტყებუჩავა ზუგდიდში იმყოფებოდეს.

საქართველოს შსს კატეგორიულად უარყოფს ცნობას, თითქოს ტყვარჩელში გატაცებული 76 წლის ელენე ტყებუჩავა ზუგდიდში იმყოფებოდეს.
ლაპარაკია ნავთობკომპანია "სლავნეფტის" ვიცე-პრეზიდენტ ჯუმბერ ტყებუჩავას დედაზე, რომელიც ტყვარჩელში, საკუთარი სახლიდან 16 ნოემბერს გაიტაცეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტყვარჩელის რაიონში გატაცებული მოქალაქე ზუგდიდის ტერიტორიაზე იყოს გადაყვანილი, სრული დეზინფორმაციაა.
XS
SM
MD
LG