Accessibility links

logo-print

ოთხი ყარაჩაელი დაიღუპა და ერთი


ოთხი ყარაჩაელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა პარასკევს საღამოს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას

ოთხი ყარაჩაელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა პარასკევს საღამოს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას
ლაგოდეხის რაიონის აზერბაიჯანულ სოფელ კაბალთან, რომელიც პანკისის ხეობის აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.
როგორც უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ჟურნალისტებს უთხრა, სპეცოპერაციისას უშიშრეობის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.
დაჭრილი ყარაჩაელი უშიშროებამ აიყვანა.
ხაბურძანიას თქმით, როდესაც ბანდიტურ ჯგუფს უშიშროების რაზმმა ალყა შემოარტყა, ყარაჩაელებმა ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ ყუმბარა ააფეთქეს.
XS
SM
MD
LG