Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი


ცნობილი რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ოფიციალურ

ცნობილი რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ოფიციალურ
წარმომადგენელს ევროპაში აჰმედ ზაკაევს. რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ მის მიერ დაარსებული "თავისუფლების დაცვის ფონდი" დაფარავს ზაკაევის ყველა სასამართლო ხარჯებს ლონდონში, სადაც 11 დეკემბრის სხდომაზე მოსმენები გაიმართება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ზაკაევის გაცემას მოითხოვს. ხუთშაბათს, დანიიდან ჩასული ზაკაევი ლონდონის აეროპორტ ჰითროუში დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს. რუსეთის გენერალური პროკურატურა ტერორიზმში ადანაშაულებს ზაკაევს და მის გაცემას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG