Accessibility links

იტალიელი მამაკაცი, რომელმაც ავიაკომპანია "ალიტალიის"


იტალიელი მამაკაცი, რომელმაც ავიაკომპანია "ალიტალიის" სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება სცადა გასულ თვეს,

იტალიელი მამაკაცი, რომელმაც ავიაკომპანია "ალიტალიის" სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება სცადა გასულ თვეს,
საფრანგეთის ქალაქ ლიონის ციხეში, მის საკანში ნახეს მკვდარი. კრიმინალური წარსულის მქონე, 29-წლის სტეფანო სავორანი, პარასკევს ღამით ნახეს საკანში მკვდარი. სავორანი 27 ნოემბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ბოლონიიდან პარიზში მიმავალი თვითმფრინავის გატაცება სცადა. იგი მფრინავს დაემუქრა და უთხრა, რომ დისტანციური მართვის ელექტრონული აპარატი აქვს ყუმბარასთან შეერთებული. თვითმფრინავი პარიზის ნაცვლად ლიონში დაეშვა, სადაც სავორანი დააპატიმრეს. ციხის ადმინისტრაციამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია სავორანის გარდაცვალება. გაურკვეველია ასევე მიზეზი სავორანის საკანში მყოფი მეორე პატიმრის გარდაცვალებისა სამი დღის წინ.
XS
SM
MD
LG