Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის უნივერსიტეტის მახლობლად შეტაკება მოხდა


თეირანის უნივერსიტეტის მახლობლად შეტაკება მოხდა დღეს პოლიციასა და სტუდენტებს შორის,

თეირანის უნივერსიტეტის მახლობლად შეტაკება მოხდა დღეს პოლიციასა და სტუდენტებს შორის,
რომლებიც ქვეყნის მთავარი მოსამართლის - მაჰმუდ ჰაშემი შაჰრუდის გადადგომას მოითხოვენ. დღევანდელ საპროტესტო დემონსტრაციაში სამი ათასამდე სტუდენტი მონაწილეობდა. გასულ თვეს, თითქმის სამი კვირა გრძელდებოდა დემონსტრაციები, რომლის მონაწილენი პროტესტს გამოთქვამდნენ სასიკვდილო განაჩენის გამო, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის ლიბერალ პროფესორს ჰაშემ აღაჯარის გამოუტანეს იმის გამო, რომ ქვეყნის მმართველი სასულიერო პირები გააკრიტიკა. ირანის სულიერი ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უზენაეს სასამართლოს დაავალა გადასინჯოს ჰაშემ აღაჯარისათვის გამოტანილი განაჩენი.
XS
SM
MD
LG