Accessibility links

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი


შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ შაბათს დილით თბილისში განხორციელებული სპეცოპერაცია

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ შაბათს დილით თბილისში განხორციელებული სპეცოპერაცია
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინსტროების და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელთა მიერ "დამტკიცებული გეგმის" ნაწილია. როგორც სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აღნიშნა ნარჩემაშვილმა, "აბსოლუტურად კანონნიერ" სპეცღონისძიებაში, რომელიც გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით წარიმართა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ შემუშავებული გეგმის მიზანია კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ პირთა გამოვლენა და მათ მიმართ სათანადო ზომების მიღება. ნარჩემაშვილმა თქვა, რომ აღნიშნული მოქმედებები არაა ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს, ვიდრე არ გახდება აუცილებელი მათი შეწყვეტა. მან მცდარი უწოდა ადამიანის უფლებათა დამცველი და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებებს იის შესახებ, რომ აქცია – ჩეჩნების წინააღმდეგ იყო მიმართული. მინისტრის თქმით, ჩატარებული რეიდების დროს ჩეჩნებთან ერთად ქართველები, რუსები, ნიგერიელები და სომალელებიც დააკავეს.
XS
SM
MD
LG