Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობამ არაპირდაპირ ბოდიში მოუხადა


ერაყის მთავრობამ არაპირდაპირ ბოდიში მოუხადა დღეს ქუვეითს ამ საამიროში 1990 წელს განხორციელებული ინტერვენციის გამო.

ერაყის მთავრობამ არაპირდაპირ ბოდიში მოუხადა დღეს ქუვეითს ამ საამიროში 1990 წელს განხორციელებული ინტერვენციის გამო.
ბოდიში, ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის განცხადებაშია გამოთქმული, რომელიც შაბათს წაიკითხა ბაღდადის ტელევიზიის დიქტორმა. "ყველა იმ ნამოქმედარისთვის, რაც წარსულში მოხდა ერაყმა ბოდიში მოუხადა ალაჰს, და აქედან გამომდინარე თქვენც, ქუვეითელო ხალხო" – ნათქვამია სადამ ჰუსეინის განცხადებაში. მიმართვაში აღნიშნულია ამასთანავე, რომ ქუვეითელი ხალხი არასწორადაა ინფორმირებული 1990 წლის მოვლენების შესახებ. სადამ ჰუსეინის განცხადების თანახმად, აშშ-ს ქუვეიტის ოკუპაცია ჰქონდა განზრახული და ერაყი იძულებული გახდა ამას წინ აღდგომოდა.
XS
SM
MD
LG