Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუვეითის მოსახლეობისადმი სადამ ჰუსიენის მიმართვას


ქუვეითის მოსახლეობისადმი სადამ ჰუსიენის მიმართვას დღეს "გამაწბილებელი" უწოდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა,

ქუვეითის მოსახლეობისადმი სადამ ჰუსიენის მიმართვას დღეს "გამაწბილებელი" უწოდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა,
აბდულ რაჰმან ალ-ატიამ. სადამ ჰუსეინმა მიმართვაგი ბოდიში მოიხადა 1990 წელს ქუვეითში შეჭრისათვის, მაგრამ იქვე გაარიტიკა ამ ქვეყნის მმართველები. როგორც ქუვეითის ყოველდღიური გაზეთი "ალ რაი ალ აამი" დღევანდელ ნომერში იუწყება, სადამ ჰუსეინის მიმართვას ალ-ატია არ მიიჩნევს კეთილი ნების გამოხატვად. ასევე ალ-ატიას თქმით, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო სადამ ჰუსეინისაგან მოელოდა განცხადებას ერაყში ტყვეობაში მყოფი ქუვეითელებისა და სხვების გათავისუფლების შესახებ. ლაპარაკია 600-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანზე, ვინც, ქუვეითის ინფორმაციით, ერაყსა ჰყავს დატყვევებული ამ ქვეყნის 7-თვიანი ოკუპაციის დროს.
XS
SM
MD
LG