Accessibility links

logo-print

მოსკოვს ორი დღით ეწვია ნატოს


მოსკოვს ორი დღით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი,

მოსკოვს ორი დღით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი,
რომელიც გამართავს მოლაპარაკებებს ანტიტერორისტული კამპანიის, ასევე რუსეთის ნატოსთან ურთიერთობის საკითხებზე. ვიზიტი ითვალისწინებს შევხედრებს საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთან. კვირას მოსკოვს ასევე ორი დღით ეწვია უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, იანუკოვიჩი შეხვდება თავის რუს კოლეგას, მიხაილ კასიანოვს. მხარეები განიხილავენ ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. იანუკოვიჩს, რომელიც გასული თვის ბოლოს დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ნათქვამი აქვს, რომ ახალი მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანად მიაჩნია რუსეთთან ვაჭრობის განვითარება.
XS
SM
MD
LG