Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთიდან დევნილები ადამიანის უფლებათა დარღვევად


ჩეჩნეთიდან დევნილები ადამიანის უფლებათა დარღვევად მიიჩნევენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შაბათს ჩატარებულ ოპერაციას,

ჩეჩნეთიდან დევნილები ადამიანის უფლებათა დარღვევად მიიჩნევენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შაბათს ჩატარებულ ოპერაციას,
უცხოელებს შორის ე.წ. " კრიმინალებისა და არალეგალების" აღმოსაჩენად. თუმცა, დევნილები არ აპირებენ, ჩაერიონ წესრიგის დასამყარებლად სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა საქართველოს ჩეჩნურ-კავკასიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა სურხო იდიევმა. იდიევი გამორიცხავს დევნილებს შორის კრიმინალური ელემეტნების ყოფნას. მისი მტკიცებით, ყოველმა ჩეჩენმა, რომელიც საქართველოში იმყოფება, უკვე მეათეჯერ გაიარა შემოწმება და აღრიცხვა, ასე რომ შაბათის ოპერაცია ზედმეტი იყო.
XS
SM
MD
LG