Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში განმეორებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები


სერბიაში განმეორებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გამართული კენჭისყრა ჩატარებულად არ გამოცხადდა

სერბიაში განმეორებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გამართული კენჭისყრა ჩატარებულად არ გამოცხადდა
მასში მონაწილე ამომრჩეველთა სიმცირის გამო. ელექტორატის პასიურობა ამჯერადაც აშკარა იყო - თბილისის დროით 23 საათზე საარჩევნო უბნების დახურვისას საეჭვო იყო, რომ კენჭისყრაში ამჯერად მაინც მიიღო მონაწილეობა 6,5 მილიონი ამომრჩევლის 50-მა პროცენტმა, რაც აუცილებელია არჩევნების ჩატარებულად გამოსაცხადებლად. მანამდე ორი საათით ადრე სარჩევნო უბნებში მისული იყო ელექტორატის სულ 38 პროცენტი. სერბიის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან იუგოსლავიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა და ორი ულტრანაციონალისტი მოღვაწე: ბორისლავ პელევიჩი და ვოისლავ შეშელი. შეშელიმ, რომელიც იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერით სარგებლობს, ასე შეაფასა თავისი კანდიდატურა: [ვოისლავ შეშელის ხმა] "შეიძლება, მე ძალიან კარგი კანდიდატი არ ვიყო, მაგრამ დღეს სერბიაში უკეთესი არავინ არის". პირველი ინფორმაცია არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ამაღამ გავრცელდება.
XS
SM
MD
LG