Accessibility links

logo-print

ერაყის ოფიციალური დეკლარაცია შეიარაღების პროგრამების


ერაყის ოფიციალური დეკლარაცია შეიარაღების პროგრამების შესახებ კვირას საღამოს გადაეცა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს, რომელიც შეამოწმებს ერაყის განცხადებას,

ერაყის ოფიციალური დეკლარაცია შეიარაღების პროგრამების შესახებ კვირას საღამოს გადაეცა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს, რომელიც შეამოწმებს ერაყის განცხადებას,
რომ მას არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი. ბაღდადის 12000-გვერდიანი დეკლარაციის ასლი ვენაში, სადაც ატომური ენერგიის სააგენტოა განთავსებული, ჩაიტანა გაეროს განიარაღების კომისიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, სადამ ჰუსეინის მრჩეველმა სამეცნიერო საკითხებში, გენერალმა ამირ ალ საადიმ, შემდეგი განცხადება გააკეთა: [ამირ ალ საადის ხმა] “დეკლარაცია აქტუალურია და ზუსტი, როგორც ამას მოითხოვდნენ, ის არის სრულმასშტაბიანი და სინამდვილეს ასახავს. თუ ჰგონიათ, რომ ასე არ არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები, გადასცენ ისინი ატომური ენერგეტიკის სააგენტოს, გაეროს განიარაღების ექსპერტებს. ისინი აქ არიან და ყველაფერს შეამოწმებენ. რა საჭიროა ეს თამაში?”. ამასობაში, გაეროს განიარაღების კომისიამ თითქმის გააორმაგა ერაყში მყოფი ექსპერტების რაოდენობა. კომისიის პრესმდივნის თქმით, დაგეგმილია ერაყში ობიექტების უფრო სწრაფად შემოწმება იმის დასადგენად, აქვს თუ არა ამ ქვეყანას ატომური, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ სკეპტიკურად შეაფასა ერაყის დეკლარაცია.
XS
SM
MD
LG