Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაფართოება,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაფართოება,
რათა ალიანსის დაგეგმილმა გაფართოებამ აღმოსავლეთით ზიანი არ მიაყენოს ურთიერთონდობას. ნატოს გენერალურ მდივანთან ჯორჯ რობერტსონთან შეხვედრისას დღეს კრემლში, პუტინმა თქვა, რომ თანამშრომლობის "პრაქტიკულ ასპექტებსა" აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: [ვლადიმირ პუტინის ხმა]
"ჩვენი ურთიერთობა ნატო-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში სწრაფად ვითარდება. ჩვენ - ვგულისხმობ რუსულ მხარეს – კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ვითარდება ეს პროცესი: მოლაპარაკებიდან ჩვენ უშუალო საქმიანობაზე გადავედით". რობერტსონი მოსკოვში, ნატო-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება.
XS
SM
MD
LG