Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს


ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს

ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს
ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისთვის, ხოლო რუსმა გამომძიებლებმა დაიწყეს დაკითხვა ყარაჩაიელი მამაკაცისა, რომელიც ჩეჩენ მეამბოხეთა მხარდამხარ იბრძოდა და 1999 წელს მოსკოვში, საცხოვრებელი სახლების აფეთქების თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "საქართველოს სპეცსამსახურებმა გაანადგურეს ყველაზე ოდიოზური ტერორისტები, მათ შორის ისინი, ვინც მოსკოვში, საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი შეიპყრეს და ლეფორტოვოს ციხეშია. ვიმედოვნებ, რომ ამგვარი თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის არა მარტო ტერორიზმთან ბრძოლაში დაგვეხმარება, არამედ ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანს თანდათანობით ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან"-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
XS
SM
MD
LG