Accessibility links

logo-print

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენალი" დაპატიმრებული


უფლებადამცველი ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენალი" დაპატიმრებული რუსი ჟურნალისტის გრიგორი პასკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენალი" დაპატიმრებული რუსი ჟურნალისტის გრიგორი პასკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
"ემნისტი ინტერნეიშენალის" განცხადებაში ნათქვამია, რომ პასკო დასაჯეს მხოლოდ იმის გამო, რომ სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტალური უფლებით ისარგებლა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ უხეშად ირღვევა რუსეთში მოქალაქეობრივი უფლებები. გასული წლის დეკემბერში, სამხედრო ჟურნალისტს გრიგორი პასკოს, ჯაშუშობის ბრალდებით 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, პასკომ იაპონელ ჟურნალისტებს გადასცა მასალები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. 1993 წელს პასკომ, რუსეთის ფლოტის მიერ წყნარ ოკეანეში ბირთვული ნარჩენების ჩაყრის ფაქტები გამოამზეურა.
XS
SM
MD
LG